ru24.pro
World News
Январь
2021

შორენა თეთრუაშვილს PCR ტესტირება ჩაუტარდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა

0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს PCR ტესტირება ჩაუტარდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 236 028 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 224 189-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 728 მოქალაქე.