კიევზე რუსეთის მორიგი საავიაციო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ერთი ქალი დაშავდა წუხელ უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ უპილოტო დრონ “შაჰედების” მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, “უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის თაობაზე დედაქალაქში საჰაერო განგაშის ხმა დილის 4 საათზე დაიწყო და სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. "საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი ზიანი თავიდან იქნა აცილებული. დაშავებულმა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ხელის დამწვრობა აღენიშნებოდა, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა", - განაცხადა ტკაჩენკომ. Читать дальше...