სია - ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტებს, რომლებსაც ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უჩერებს
ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვიტა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას. ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, ამ საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ევროკომისიას ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა და ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარადგენს. Читать дальше...