საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს თბილისის მერის მიერ მთავარი ნაძვის ხის ანთება - მაშინ, როდესაც 2 კვირაზე მეტია, იქ საპროტესტო დემონსტრაციები იმართება, - „პროვოკაციაა“.
პრეზიდენტი თბილისის მერ კახა კალაძეს მოუწოდებს, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“. 14 დეკემბერსვე გეგმავს „ქართული ოცნება“ ახალი პრეზიდენტის არჩევას.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 12 დეკემბერს განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე აინთება. Читать дальше...