112-ის კამერების დაზიანებისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ნივთის დაზიანების ბრალდებით, კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. გ.ხ.-ს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ს მიხედვით, ბრალდებულმა "4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა". პოლიციამ გ.ხ. თბილისში დააკავა. შსს აცხადებს, რომ სხვა მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს. Читать дальше...