რუსეთი აცხადებს, რომ ტაგანროგის სამხედრო აეროდრომს უკრაინის არმიამ ATACMS-ის რაკეტებით შეუტია
რუსეთის სამხედრო უწყებამ 11 დეკემბერს დაადასტურა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინის მიერ განხორციელებული იერიში და დააზუსტა, რომ უკრაინამ სამხედრო აეროდრომს ესროლა ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი. მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ ATACMS-ის ორი რაკეტა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პანცირის" საბრძოლო გათვლამ ჩამოაგდო, დანარჩენი 4 - რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, რაკეტების ფრაგმენტების დაცემის შედეგად, დაზარალდა აეროდრომის პერსონალი და დაზიანდა რამდენიმე შენობა... Читать дальше...