ოკუპირებულ აფხაზეთში შუქი გაითიშა ენგურჰესის იძულებითი გაჩერების გამო
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, - ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს და განმარტავს, რომ ამის მიზეზი გახდა ენგურჰესის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ერთადერთი ელექტროსადგურის, გათიშვა. კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მზადდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. მოგვიანებით "ჩერნომორენერგომ" გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმად, აბონენტებს შუქს 07:00 საათიდან 21:00-მდე მონაკვეთში დღეში მხოლოდ ორჯერ ჩაურთავენ - 1 საათითა და 24 წუთით. Читать дальше...