უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად აუცილებელია ერთიანობა, ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები. ზელენსკის განცხადებით, წარმატებას სჭირდება ერთიანობა ამერიკის, ევროპის და მსოფლიოში ყველას მხრიდან, ვინც უსაფრთხოების ფასი იცის.
უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც 7 დეკემბერს პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, 10 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ. Читать дальше...