გიორგი ვაშაძე დასაკითხად დაიბარეს პოლიციაში
8 დეკემბერს, 19.30 სთ-ზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შინ მიუტანეს უწყება, რომლის მიხედვითაც გიორგი ვაშაძე დაბარებულია დეპარტამენტში (გულუას ქუჩა N8) 9 დეკემბერს 12.00 საათზე მოწმის სტატუსით დასაკითხად საქმეზე, რომელიც აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით - ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა. გიორგი ვაშაძემ უარი განაცხადა უწყების ხელმოწერაზე, ვიდრე არ დაელაპარაკებოდა თავის ადვოკატს. Читать дальше...