6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 9 ადამიანი გადაიყვანეს
ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 6-7 დეკემბრის ღამეს, პროევრუპული აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია. „ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან“, - წერია განცხადებაში. სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც... Читать дальше...