საჯარო სექტორში დასაქმებულები გმობენ "პროტესტის არაპროპორციულ დარბევას"
საჯარო სექტორის თანამშრომლები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ემიჯნებიან ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე და მკაცრად გმობენ "საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას". "ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ! ვემსახურებით საქართველოს!" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში... Читать дальше...