3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ დაშავებულს უგრძელდება „მედიკამენტოზური ძილი“:
„სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია“, - თქვა ნინო ხარაიშვილმა 4 დეკემბრის დილას.
ალექსი თირქიას დემონსტრაციის დაშლისას, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული მოხვდა.
დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა, 3 დეკემბერს ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა... Читать дальше...