პოლიციაა აქტივისტ დოდი ხარხელის ბინაში
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში პოლიციაა. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია დოდი ხარხელის ქმარმა, ლევან წიკლაურმა, დაწერა. დაუზუსტებელია, რა საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს დოდი ხარხელის ბინაში. მეგობრები და ნათესავები ვარაუდობენ, რომ ის დააკავეს. ადგილზე მყოფი საპატრულო და კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელები რადიო თავისუფლების კითხვებს არ პასუხობენ. რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მალე მოგვაწვდიან. Читать дальше...