აქციაზე დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს ათდღიანი პატიმრობა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასაართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 28 წლის ბრიტანეთის მოქალაქეს, დანიელ მაიკლ ჯონ ტრავისს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 2 დეკემბერს მიიღო. ბრიტანეთის მოქალაქე სამართალდამცავებმა პირველი დეკემბრის ღამეს, დაახლოებით ორის ნახევრისთვის დააკავეს. სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს დეტექტივი გიორგი ნოზაძე დაკავების აქტში წერს... Читать дальше...