ბელარუსში პოლიციამ რეიდი მოაწყო Belsat-ის ყოფილი ჟურნალისტის ბებიის სახლში
ბელარუსის პოლიციამ რეიდი მოაწყო ოპოზიციური მედიაორგანიზაციის, Belsat-ის ყოფილი ჟურნალისტის, სიარჰეი სკულავეცის 85 წლის ბებიის სახლში - რაც არის მორიგი ნიშანი მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ხანგრძლივი კამპანიისა. სკულავეცმა ბელარუსი 2023 წლის ზაფხულში დატოვა, მზარდი შიშის ფონზე, რომ მას თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააპატიმრებდნენ. ჟურნალისტმა 1 დეკემბერს ფეისბუკით დაწერა, რომ ოფიცრებმა, რომლებმაც თავის წარადგინეს გამომძიებლებად და KGB-ის აგენტებად, სახლი გაჩხრიკეს და ბებიას კითხვებს უსვამდნენ შვილიშვილის საქმიანობაზე.