რუსთავი 2: აქციაზე დაშავდა ჩვენი ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი
ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავდა არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი. „სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შესაძლოა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. თამთა ჩიტიშვილს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნება“, - წერს რუსთავი 2. რა ვითარებაში დაშავდა ჟურნალისტი უცნობია. რადიო თავისუფლება არკვევს დეტალებს და ინფორმაციის შესაბამისად მასალა განახლდება. რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. Читать дальше...