პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ვაჟი ჰანტერი შეიწყალა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების ამოწურვამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე თავისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა. 54 წლის ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ იყო ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში. დეკემბრის შუა რიცხვებში სასამართლოს სასჯელის ვადა უნდა განესაზღვრა. ჰანტერ ბაიდენს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ვაჟის შეწყალების შესახებ 1 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჰანტერი იქცა უსამართლო... Читать дальше...