ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია - „ჰელსინკის კომისია“ საქართველოს მთავრობაზე
აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს. „ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია“, - წერია განცხადებაში, რომელიც 30 ნოემბერს გამოქვეყნდა. განცხადება კომისიის ხელმძღვანელების, კონგრესმენების, სტივ კოენისა და ჯო უილსონის სახელით გამოქვეყნდა. კომისიამ სოლიდარობა გამოუცხადა „ქართველი ხალხის მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიისა და ევროპის მომავლის გადასარჩენად, ხელისუფლების ძალადობრივი რეპრესიების პირისპირ“. Читать дальше...