სახალხო დამცველი სიმხეცეს უწოდებს სპეცრაზმელთა ძალადობას მომიტინგეების მიმართ, რომელთა ნაწილიც ლევან იოსელიანმა დიღმის იზოლატორში მოინახულა და აცხადებს, რომ 13 დაკავებულიდან 11 ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე იყო.
“ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. Читать дальше...