საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას. მისი შეფასებით, პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს.
სახალხო დამცველი თავის განცხადებაში წერს, რომ მიმართა და მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან "შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა".
სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა... Читать дальше...