უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის კალუგის ოლქში ნავთობის ბაზასაც დაარტყეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კალუგის ოლქში დრონებით იერიში მიიტანეს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგად ობიექტზე აფეთქებები 25 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ მოხდა და ხანძარი დაიწყო. გამოცემა „რბკ-უკრაინას“ სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ეს ობიექტი კომპანია „კალუგანეფტეპროდუქტის“ ნავთობის ბაზაა. Читать дальше...