არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გამოთქვამს ვარაუდს, რომ სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებული "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვას. საია 6 ადამიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცესზე დაკვირვებით ამტკიცებს, რომ შეინიშნება სასამართლო სხდომების დიდი ინტერვალებით გადადების ტენდენცია, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვერ მოასწროს ამ საქმეებზე ბრალდებულების შეწყალება მათი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში. Читать дальше...