კობახიძე და პაპუაშვილი შეინარჩუნებენ პოსტებს ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ - „ქართული ოცნება“
21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი კი - კვლავ შალვა პაპუაშვილი. მდინარაძის თქმით, კობახიძის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. „მოგეხსენებათ, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი. არ იქნება სიურპრიზი, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა ირაკლი კობახიძე. Читать дальше...