ბჟანია ტოვებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომას დასთანხმდა. მისი პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ გადადგომა გადაწყვიტა „ქვეყანაში სტბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით“. აფხაზეთის პარლამენტი გადადგომის შესახებ ასლან ბჟანიას განცხადებას დღეს განიხილავს. ბჟანიას გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ წინ უძღოდა დე ფაქტო ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც 18 ნოემბერს, საღამოს დაიწყო და რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. Читать дальше...