მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას.
დრონებით თავდასხმა გასულ ღამით განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმა იყო ქალაქ გლუხოვში მდებარე საერთო საცხოვრებელზე.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 19 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
დაჭრილია 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
19 ნოემბერს 1000 დღე გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. Читать дальше...