ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები, რომლებიც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვენ, დაშლას არ აპირებენ. მათ გასული ღამეც უნივერსიტეტის ფოიეში გაატარეს. აქციის მონაწილეებს გამოფენილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები წარწერით: „გაყალბდა“, „მოგვპარეს“, „ზუგდიდი ირჩევს ევროპას“, „დუმილი სირცხვილია“, „არჩევნებმა გაჟონა“.
პროტესტის პარალელურად უნივერსიტეტში გრძელდება სასწავლო პროცესი.
აქციის მონაწილეებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს... Читать дальше...