აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი კანონმდებელი, ელის სტეფანიკი დაასახელა გაეროში ელჩის პოსტზე.
მედიაში 11 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამბობს, რომ სტეფანიკი - რომელიც ნიუ-იორკიდანაა წარმომადგენელთა პალატაში - ამ პოზიციაზე მუშაობისას აშშ-ის ინტერესებისთვის იბრძოლებს.
ელის სტეფანიკი 40 წლისაა, ის ტრამპის მხარდამჭერია. სტეფანიკს საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა გამოირჩეოდა გაეროსთვის დაფინანსების შეკვეცით და ორგანიზაციაზე სიტყვიერი თავდასხმებით. Читать дальше...