„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ სასამართლომ პარტიის სარჩელი დაუშვებლად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი, რომლითაც ის ითხოვდა, მოსამართლეს ცესკო დაევალდებულებინა, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები სერვერებსა და ხმის მიცემის აპარატებში შეენახა და ამომრჩევლის სიები გაესაჯაროებინა. პარტიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს განმარტებით, „აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა“.