სლოვაკეთი მზადაა, შეუერთდეს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჩინეთისა და ბრაზილიის გეგმას, რომელიც ზელენსკიმ უკვე უარყო
სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ბრატისლავა მზად არის შეუერთდეს ბრაზილიისა და ჩინეთის წინადადებას უკრაინაში ომის დამთავრების შესახებ. ფიცო 1 ნოემბერს, პეკინში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით "არის სამართლიანი, ობიექტური და კონსტრუქციული." ჩინეთმა და ბრაზილიამ აგვისტოში ერთობლივად გამოაქვეყნეს "ექვსპუნქტიანი კონსენსუსი", რომელიც გულისხმობს რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებულ ომში გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების მიღწევას. Читать дальше...