აშშ-ში გარდაიცვალა ფეტულა გიულენი, თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის ცნობილი ოპონენტი
აშშ-ში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთიდან დევნილი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, პრეზიდენტ ერდოანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფეტულა გიულენი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN TÜRK-ი იუწყება გიულენის ძმისშვილის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 21 ოქტომბერს, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გიულენის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს ვებსაიტი Herkul-იც, რომელიც სისტემატურად აქვეყნებდა ფეტულა გიულენის ქადაგებებს. საიტის თანახმად, გიულენი 20 ოქტომბერს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. Читать дальше...