პესკოვის თქმით, დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთი საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რუსეთი კი არც ერევა და არც აპირებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. „საქართველო ჩვენი მეზობელია. იცით ყველა სირთულის შესახებ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომლებიც ამავდროულად არ აფერხებს ორი ქვეყნის საზოგადოებებისა და ხალხების ხაზით ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას. ხალხი განაგრძობს სიარულს საქართველოშიც და რუსეთშიც, რუსეთიდანაც და საქართველოდანაც“, - განაცხადა პესკოვმა. Читать дальше...