"ინტერესები დროებითია" - როგორ "დალაგდება" "ქართული ოცნება" "გლობალური ომის პარტიასთან"?
"არ არსებობენ მუდმივი მტრები ან მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები", - ეს გამოთქმა სხვადასხვა ეპოქის ბრიტანეთის ორ პრემიერ-მინისტრს, ლორდ პალმერსტონს და სერ უინსტონ ჩერჩილს მიეწერება. გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "ინტერესები დროებითია".