დააკავეს იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც თავდაცვას და შსს-ს თევზის კონსერვს აწვდიდა
ფინანსურმა პოლიციამ ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადების ბრალდებით დააკავა შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი. საგამოძიებო უწყების ცნობით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის.
