ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

სი ძინ პინი ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება - CBS

0
ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი არ დაესწრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მოსალოდნელია, რომ ცერემონიას დაესწრება ჩინეთის ელჩი აშშ-ში, რაც სტანდარტული პროცედურაა. ამერიკული ტელეარხის თანახმად, ინაუგურაციას დაესწრებიან ასევე ჩინეთის სხვა ოფიციალური პირები, მაგრამ არა სი ძინ პინი.

CBS News-ის ცნობით, არაოფიციალური არხებით გადაცემულმა მიწვევამ "პეკინი გააკვირვა", რადგან ჩინელი ჩინოვნიკები "მიჩვეული არიან მკაცრ პროტოკოლს" აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში.



ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ტრამპის გუნდმა არ უპასუხა ჟურნალისტების თხოვნას კომენტარზე.

წუხელ ტელეკომპანია CBS-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი დაპატიჟა. ინფორმირებული წყაროების თანახმად, მოსაწვევი ჩინეთის ლიდერს ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე გაეგზავნა.



CBS-ის თანახმად, ტრამპის გუნდი ინაუგურაციაზე მსოფლიოს სხვა ლიდერების მიწვევასაც განიხილავს. კერძოდ - უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოკავშირეა. 9 დეკემბერს ორბანი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ფლორიდაში, შეხვდა დონალდ ტრამპს.



აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციებზე, როგორც წესი, იწვევენ უცხოეთის ქვეყნების ელჩებსა და სხვა დიპლომატებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, 1874 წლიდან ამ ცერემონიაში არცერთ უცხოელ ლიდერს არ მიუღია მონაწილეობა.