ყვარელი, ხაშური, გორი, ახალციხე, რუსთავი - თბილისის გარდა ათამდე ქალაქში იმართება აქციები
საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერი და მთავრობის საწინააღმდეგო აქციები თბილისის გარდა 30 ნოემბერს გაიმართა ათამდე ქალაქში.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია მეორე დღეა იმართება. პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და რამდენიმე წუთით გადაკეტეს გზები. აქციის მონაწილეებმა თბილისში მიმდინარე აქციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიტანილ მონიტორზე უყურებენ.
30 ნოემბერს კახეთის სამ ქალაქში შეიკრიბნენ მოქალაქეები.
„საქართველო არ იქნება რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროპა“– ამ ტრანსპარანტებით ხელში ათობით თელაველი შეიკრიბა იმ შენობასთან სადაც მერია, საკრებულო და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა განთავსებული.
"საჭიროა ამ პოლიტიკის ძირეული შეცვლა, ამიტომ ჩვენი ძირითადი გზავნილია, ჩატარდეს ახალი არჩევნები. ახლა ის დროა, ყველამ უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესები და ჩვენთან ერთად დადგეს“- უთხრა ჟურნალისტებს აქციის მონაწილე თამარ მიქელაძემ ის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.
დღესვე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილმა განცხადება გაავრცელა.
"ვგმობთ ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციულ მისწრაფებას და ემსახურება კრემლის ინტერესებს. პატივს ვცემთ რა ჩვენი წინაპრებისა და თანამედროვეების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და სისხლი დაღვარეს რუსეთის იმპერიული მარწუხებისგან ქვეყნის გამოსახსნელად. ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ რწმენას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ქვეყნის საგარეო კურსი ასახავს ჩვენს საუკუნეობრივ სურვილს, გავხდეთ ჭეშმარიტ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სამყაროს წევრი" - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს უნივერსიტეტის 9 თანამშრომელი.
"საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ევროკავშირს, ყვარლის არჩევანიც ევროპაა… გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში სამართალდამცავების მიერ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან" - უთხრა რადიო თავისუფლებას ყვარელში გამართული აქციის მონაწილე ნიკა გურინმა.
აქცია იყო ქუთაისშიც - ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად იმართება.
გორში აქცია სამხარეო პოლიციასთან გაიმართა - ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციაზე თბილისში დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები მიიტანეს და დაგმეს პოლიციის ძალადობა დემონსტრანტებისა და რეპორტიორების წინააღმდეგ.
აქცია გაიმართა ხაშურშიც - ამ დემონსტრაციის მონაწილეები პროტესტისთვის შეკრებას გეგმავენ კვირას, 1 დეკემბერსაც.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები გამოვიდნენ ახალციხეშიც.
სპომტანურად დაგეგმილ აქციაში დაახლოებით 2000 ათასო ადამიანი მონაწილეობდა რუსთავშიც. ამ აქციის მონაწილეები მოგვიანებით თბილისში მიმდინარე აქციაზე წამოვიდნენ.
მესამე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მესამე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.
28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.